აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს ნატოში შვედეთის გაწევრიანებას. ინფორნაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„შვედეთი არის უნარიანი და ერთგული პარტნიორი. მთავარი ის არის, რომ შვედეთი ჩვენს ალიანსს გააძლიერებს“, - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენის თქმით, შვედეთს აქვს „იგივე ღირებულებები, რაც ჩვენ გვაქვს ნატოში“ და რომ ის „მოუთმენლად ელოდება ალიანსში შვედეთის წევრობას“.