თეთრი სახლის პრესსპიკერი: უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები, რათა დააკმაყოფილოს იგივე სტანდარტები, როგორც ნატოს ნებისმიერმა ქვეყანამ გაწევრიანებამდე

თეთრი სახლის პრესსპიკერი: უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები, რათა დააკმაყოფილოს იგივე სტანდარტები, როგორც ნატოს ნებისმიერმა ქვეყანამ გაწევრიანებამდე

„ნატოში“ უკრაინის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას ალიანსის 31-ვე წევრის თანხმობით მას შემდეგ მიიღებენ, რაც ქვეყანა ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

„„მე არ ვაპირებ დეტალებში და პირად საუბრებში შესვლას. და პრეზიდენტმა ეს თქვა არაერთხელ: უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები, რათა დააკმაყოფილოს იგივე სტანდარტები, როგორც ნატო-ს ნებისმიერმა ქვეყანამ გაწევრიანებამდე. ის ფიქრობს, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს, უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება. კიდევ ერთხელ, ჩვენ ერთგული ვართ და ერთგული ვიყავით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. და ჩვენ გავაგრძელებთ ასე“, - აღნიშნა ჟან-პიერმა.