ლუკაშენკოს თქმით, ევგენი პრიგოჟინი არა ბელარუსში, არამედ სანკტ-პეტერბურგში იმყოფება

ლუკაშენკოს თქმით, ევგენი პრიგოჟინი არა ბელარუსში, არამედ სანკტ-პეტერბურგში იმყოფება

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი არა ბელარუსში, არამედ სანკტ-პეტერბურგში იმყოფება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„რატომ მეკითხებით, სად არის „ვაგნერი“ და მისი ხელმძღვანელი? თქვენ იცით, რომ ეს რუსული კომპანიაა. ამიტომ ეს კითხვა მე არ უნდა დამისვათ. რამდენადაც ვიცი, „ვაგნერის“ მებრძოლები თავიანთ ბანაკებში არიან, სადაც ფრონტიდან წასვლის შემდეგ იმყოფებოდნენ. მიმდინარეომს ომისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი როტაცია. ბახმუტის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ ბანაკში და ახლაც იქ არიან. რაც შეეხება ევგენი პრიგოჟინს, ის სანკტ-პეტერბურგში იმყოფება. დღეს დილით სად არის? შეიძლება მოსკოვში წავიდა ან კიდევ სადმე, ბელარუსის ტერიტორიაზე ის არ იმყოფება“, - განაცხადა ლუკაშენკომ.