The Telegraph: ბაიდენს სურს, რომ ნატოს შემდეგი გენმდივანი ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს

The Telegraph: ბაიდენს სურს, რომ ნატოს შემდეგი გენმდივანი ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სურს, რომ იენს სტოლტენბერგის შემდეგ ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაიკავოს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით The Telegraph-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ბენ უოლესის კანდიდატურის შემდეგ აშშ-სთვის ყველაზე სასურველი კანდიდატი სწორედ ფონ დერ ლაიენი იყო. წყაროების ინფორმაციით, სტოლტენბერგის შემცვლელზე დისკუსიების დროს ბაიდენი ცდილობდა, დაერწმუნებინა ფონ დერ ლაიენი იმაში, რომ ნატოს სათავეშე ჩამდგარიყო.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ბაიდენმა და ფონ დერ ლაიენმა ბოლო წლებში „მჭიდრო კონტაქტები“ დაამყარეს, მათ შორის ჩამოაყალიბეს ერთიანი პოზიციები ჩინეთის, უკრაინისა და კლიმატის ცვლილების საკითხებში.