ირაკლი კობახიძე: როცა ვხედავთ, რომ ყველა პირველ რიგში უფრთხილდება საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, ბუნებრივია, ჩვენც პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უნდა მოვუფრთხილდეთ

ირაკლი კობახიძე: როცა ვხედავთ, რომ ყველა პირველ რიგში უფრთხილდება საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, ბუნებრივია, ჩვენც პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უნდა მოვუფრთხილდეთ

ჩვენ რომ დაგვეწესებინა სანქციები, ეს გამოიწვევდა მინიმუმ 2,5 მილიარდის დაკარგვას ჩვენი ქვეყნის მიერ. როგორ შეიძლება საკუთარი ხელით დააზიანო საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესები?, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ყველა ქვეყანა მაქსიმალურად ზრუნავს საკუთარ ინტერესებზე. რაც შეეხება ევროკავშირ-რუსეთის ვაჭრობას, მისი მოცულობაა 200 მილიარდზე მეტი. საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან არის იმის 1%-ზე ნაკლები, რასაც ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან. ასე რომ, როცა ვხედავთ, რომ ყველა პირველ რიგში უფრთხილდება საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, ბუნებრივია, ჩვენც პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უნდა მოვუფრთხილდეთ. ჩვენ რომ დაგვეწესებინა სანქციები, ეს გამოიწვევდა მინიმუმ 2,5 მილიარდის დაკარგვას ჩვენი ქვეყნის მიერ. როგორ შეიძლება საკუთარი ხელით დააზიანო საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესები? შეგახსენებთ, რომ ამას ითხოვდა ოპოზიცია, მარტო პირველივე წელს რომ 2,5 მილიარდი დოლარი დაგვეკარგა. ესაა მათი დამოკიდებულება ქვეყნისა და მოსახლეობის მიმართ, ჩვენ გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.