ირაკლი კობახიძე: ევრორეკომენდაციების შესრულების შესახებ ჩვენ მიერ წარმოდგენილმა ანგარიშმა აჩვენა, რომ დღემდე რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გაკეთდა

ირაკლი კობახიძე: ევრორეკომენდაციების შესრულების შესახებ ჩვენ მიერ წარმოდგენილმა ანგარიშმა აჩვენა, რომ დღემდე რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გაკეთდა

გუშინ დეტალურად განიმარტა ის, თუ როგორ შესრულდა თითოეული პუნქტი. დღემდე რისი გაკეთებაც შეეძლო ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ევრორეკომენდაციების შესრულების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„პრაქტიკის გამოსწორებაზე როცაა საუბარი, ეს არის სამომავლო საქმე, ჯერ იღებ კანონს, მერე უნდა მიხედო პრაქტიკას. მაგრამ დავალება დღემდე კანონების მიღება იყო და ჩვენ 100%-ით შევასრულეთ. ეს არის ის დასკვნა, რისი გამოტანის საშუალებასაც იძლევა ჩვენ მიერ წარმოდგენილი ანგარიში. თუ ვინმეს დარჩა კითხვა, მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში წარვადგინოთ შესაბამისი ანგარიში, მაგრამ, გუშინდელი ანგარიში აჩვენებდა იმას, რომ დღემდე რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გაკეთდა“, - აღნიშნა კობახიძემ.