ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელიც უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გააჩნდა, როდესაც ელჩი გაიწვიეს საქართველოდან იმის გამო, რომს აქართველო არ ჩაერთო საომარ მოქმედებებში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას უკრაინიდან საქართველოს ელჩის გაწვევაზე.
„ზელენსკის განცხადება პოლიტიკურად ძალიან მომგებიანია რუსეთის ფედერაციისთვის და მისი გადაწყვეტილება რასაკვირველია არ შეიცვლება და კიდევ ერთი აგური დაიდება იმ ბარიერში, რომელსაც რუსეთი აშენებს, იმისთვის, რათა საქართველო და სხვა ქვეყნები ევროატლანტიკურ სივრცეს არ დაუახლოვდეს. გარდა ამისა, ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელიც უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გააჩნდა, როდესაც ელჩი გაიწვიეს საქართველოდან იმის გამო, რომს აქართველო არ ჩაერთო საომარ მოქმედებებში“, - განაცხადა ვოლსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.