ლევან ხაბეიშვილი: ზელენსკის გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ უფრო მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის, მით უმეტეს ევროკავშირის გზაზე

ლევან ხაბეიშვილი: ზელენსკის გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ უფრო მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის, მით უმეტეს ევროკავშირის გზაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.

„დიპლომატიური სკანდალია, როდესაც ომში მყოფ პრეზიდენტს მთელი მსოფლიო ეხმარება, რითაც შესაძლებელია და ისინი [საქართველოს ხელისუფლება] მის ერთ მოქალაქეს არ აძლევენ, რომელიც ასევე პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალია. ცხადია, გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ უფრო მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის, მით უმეტეს ევროკავშირისკენ გზაზე“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.