პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ის, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების უმეტესობა ამ დრომდე შეუსრულებელია, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ბრალია.
„უკეთეს განცხადებას ვერ გავაკეთებ, ვიდრე ოლივერ ვარჰეიმ გააკეთა როდესაც თქვა, რომ საქართველოს აქვს შესასრულებელი შვიდი რეკომენდაცია, სამია შესრულებული და ორი რეკომენდაცია არის პრაქტიკულად შეუსრულებელი, რაც გულისხმობს მედიაპლურალიზმს და დეპოლარიზაციას. მთელი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას მაშინ, როდესაც ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ნებას საქართველოს ხელისუფლებიდან და უმრავლესობიდან და მეორე, ანტიდასავლური განწყობები, ძალადობა და ჰომოფობიური განცხადებები ეს ნიშნავს, რომ ძალიან რთული იქნება პოლარიზაციის პუნქტის შესრულება“, - განაცხადა დეკანოიძემ.