რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი არ დაიხევს უკან, ვიდრე შვედეთი ყველა მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი არ დაიხევს უკან, ვიდრე შვედეთი ყველა მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს

თურქეთი არ დაიხევს უკან, ვიდრე შვედეთი ყველა მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიასთან განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის პოზიცია, ჩვენი მოლოდინები და ჩვენთვის გაცემული დაპირებები ნათელია. იმავე ადგილას ვდგავართ, როგორც წინა წელს. გაჭიანურებით დროის კარგვაზე მეტად გონივრული და სახელმწიფოსთვისაც მომგებიანი იქნებოდა იმ დაპირებების შესრულება, რაც მოგვცეს“, – განაცხადა ერდოღანმა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, სახელმწიფო ლოიალური უნდა იყოს იმ დაპირებების მიმართ, რომელსაც ხელი მოაწერა.