ჩეხეთმა 33 ადგილობრივი კომპანიისთვის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესრულებაში გამონაკლისები დაუშვა

ჩეხეთმა 33 ადგილობრივი კომპანიისთვის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესრულებაში გამონაკლისები დაუშვა

ჩეხეთმა 33 ადგილობრივი კომპანიისთვის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესრულებაში გამონაკლისები დაუშვა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Seznam Zprvy ჩეხეთის ფინანსურ-ანალიტიკურ სამმართველოზე (FAU) დაყრდნობით იტყობინება.

FAU-ში აღნიშნავენ, რომ გამონაკლისები დაშვებულია ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. შემთხვევების უმეტესობა ატომური ენერგეტიკისა (37%) და ფარმაცევტიკის (45%) სფეროებს უკავშირდება. კომპანიების დასახელებები და დამატებითი დეტალები უცნობია.

გამოცემის ცნობით, ჩეხეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია CEZ-ი, რომელსაც ატომური ელექტროსადგურები „ტემელინი“ და „დუკოვანი“ ეკუთვნის, რამდენჯერმე ითხოვდა გამონაკლისის დაშვებას. CEZ-ის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ კომპანიას მსგავსი შინაარსის „ათამდე მოთხოვნა აქვს გაგზავნილი“.

Seznam Zprvy წერს, რომ გამონაკლისის დაშვების მიზანი იყო ის, რომ კომპანიას რუსულ ინჟინირინგის კომპანიებთან თანამშრომლობა გაეგრძელებინა. CEZ-ში აცხადებენ, რომ მოთხოვნები ეხებოდა ატომური ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებს MSA და Skoda JS. MSA ადრე შედიოდა TMK-ს შემადგენლობაში, რომლის მფლობელიც სანქცირებული ბიზნესმენი დმიტრი პუმპიანსკი იყო. Skoda JS კი წარსულში რუსული ОМЗ-ს სტრუქტურაში შედიოდა.