თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარებს, დისტანციურად ერთ-ერთი ბრალდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთვება.
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.