ირაკლი კობახიძე: ათობით მცდელობა აღიკვეთა, როდესაც ჩვენი ტერიტორია უნდა გამოყენებულიყო სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს არის ფაქტები, დანარჩენი არის უბრალოდ ტყუილი

ირაკლი კობახიძე: ათობით მცდელობა აღიკვეთა, როდესაც ჩვენი ტერიტორია უნდა გამოყენებულიყო სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს არის ფაქტები, დანარჩენი არის უბრალოდ ტყუილი

ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ არცერთი ფაქტი არ დადასტურდა. უფრო მეტიც, ათობით მცდელობა აღიკვეთა, როდესაც ჩვენი ტერიტორია უნდა გამოყენებულიყო სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს არის ფაქტები, დანარჩენი არის უბრალოდ ტყუილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ჩვენ მოვისმინეთ უამრავი ტყუილი სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით - როგორც ადგილობრივი ოპოზიციის მხრიდან, ასევე უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან. ასევე კონკრეტული მედიის წარმომადგენლების მხრიდან, რაც გასაგებია, იმიტომ, რომ ისინი პირდაპირ შეკვეთით მუშაობენ. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ არცერთი ფაქტი არ დადასტურდა. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა. უფრო მეტიც, ათობით მცდელობა აღიკვეთა, როდესაც ჩვენი ტერიტორია უნდა გამოყენებულიყო სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს არის ფაქტები, დანარჩენი არის უბრალოდ ტყუილი. ვინ რატომ ამბობს ამ ტყუილს, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს“, - აცხადებს კობახიძე.