ირაკლი კობახიძე: უახლოეს დღეებში ვნახავთ, რომ რეალურად გვარამია თავის წვლილს შეიტანს პოლარიზაციის გაღვივებაში

ირაკლი კობახიძე: უახლოეს დღეებში ვნახავთ, რომ რეალურად გვარამია თავის წვლილს შეიტანს პოლარიზაციის გაღვივებაში

ადამიანი, რომელიც იყო პოლარიზაციის მთავარი გამღვივებელი ქვეყანაში როცა გამოდის გარეთ, ეს, რა თქმა უნდა ნიშნავს, რომ მისი მხრიდან პოლარიზაციის გაღვივების რისკები იზრდება, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამასთან, „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ გვარამიას განსაკუთრებით დიდი ძვრების გამოსაწვევად პოლიტიკაში რესურსი არ აქვს, თუმცა თავის წვლილს პოლარიზაციის გაღვივებაში შეიტანს.

„ასეთ პირობებში, როდესაც პრეზიდენტს შეფასებაც არ გაუკეთებია გვარამიას დანაშაულთან დაკავშირებით და იწყალებს მას, ეს თავისთავად ნიშნავს პოლარიზაციის მხარდაჭერას. როდესაც იწყალებდა ასეთ სენსიტიურ საქმეზე მსჯავრდებულს სალომე ზურაბიშვილი მინიმუმ განმარტება უნდა გაეკეთებინა ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

ან უნდა ეთქვა რომ შეიძლება არასათანადოდ იყო მსჯავრდებული გვარამია. მაშინ ეს უნდა განემარტა. ან თუ მიაჩნია, რომ მსჯავრი სათანადო იყო, ესეც უნდა განემარტა. როცა ამას არ აკეთებ და მსჯავრდებულს პოლიტიკური მოთხოვნების საფუძველზე იწყალებ, მსჯავრდებულს, ეს თავისთავად ნიშნავს პოლარიზაციის გაღრმავებას. რა თქმა უნდა, ვინც დაავალა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალება, მის ინტერესებშია პოლარიზების გაღვივება. უახლოეს დღეებში ვნახავთ, რომ რეალურად გვარამია თავის წვლილს შეიტანს პოლარიზაციის გაღვივებაში. ეს არის ჩვენი მოლოდინი. მისი ერთადერთი იარაღი არის ბილწსიტყვაობა. ერთადერთ წელი, როდესაც არ ბილწსიტყვაობდა, იყო როცა ციხეში იყო“, - განაცხადა კობახიძემ.