შოლცი: ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ უკრაინაში ომი დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს

შოლცი: ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ უკრაინაში ომი დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს

ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ უკრაინაში ომი დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.

ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა განიხილონ რუსეთში გადატრიალების მცდელობის შედეგები.

„მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაციები გავმართოთ და განვაცხადოთ, რომ მზად ვართ, გავაგრძელოთ გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია უკრაინისთვის, მაგრამ ასევე, როდესაც საქმე ეხება იარაღის მიწოდებას“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.