ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სასამართლო რეფორმის მთავარ პუნქტზე უარი თქვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სასამართლო რეფორმის მთავარ პუნქტზე უარი თქვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სასამართლო რეფორმის მთავარ პუნქტზე უარი თქვა. ამის შესახებ თავად ბენიამინ ნეთანიაჰუმ „უოლ სტრიტ ჯორნალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, მან უარი თქვა უზენაესი სასამართლოსთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის გეგმის მთავარ ნაწილზე, თუმცა კვლავ განაგრძობს ცვლილებების შეტანას მოსამართლეთა არჩევის პროცესში.

„უოლ სტრიტ ჯორნალთან“ საუბრისას ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ აღარ ცდილობს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა გაუქმების უფლებამოსილების მინიჭებას და მისი მთავრობის გეგმის კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც მმართველ კოალიციას გადამწყვეტ გავლენას მისცემს მოსამართლეების დანიშვნაში, შეიცვლება, მაგრამ არ გაუქმდება.

ნეთანიაჰუს მთავრობამ ისრაელის სასამართლო რეფორმა იანვარში წარმოადგინა და განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლო სულ უფრო მეტად არღვევს პოლიტიკურ სფეროებს, სადაც მას არ აქვს უფლებამოსილება.

სასამართლო რეფორმის პროექტმა ისრაელში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, რომლებიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.