ვიქტორ ორბანი: უკრაინას არ მივცემთ მეტ ფულს, ვიდრე არ გვეტყვიან, სად წავიდა ადრე გაცემული 70 მილიარდი ევრო, შედეგი არის ნულოვანი

ვიქტორ ორბანი: უკრაინას არ მივცემთ მეტ ფულს, ვიდრე არ გვეტყვიან, სად წავიდა ადრე გაცემული 70 მილიარდი ევრო, შედეგი არის ნულოვანი

არ მივცემთ მეტ ფულს უკრაინას, ვიდრე არ გვეტყვიან, სად წავიდა ადრე გაცემული 70 მილიარდი ევრო. გავიდა წელიწად-ნახევარი, შედეგი არის ნულოვანი, თუნდაც უარყოფითი, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტში ფული აღარ არის და 2-3 წლის შემდეგ ევროკავშირი ფინანსური გაკოტრების ზღვარზე მივიდა.

„არ მივცემთ მეტ ფულს უკრაინას, ვიდრე არ გვეტყვიან, სად წავიდა ადრე გაცემული 70 მილიარდი ევრო. გავიდა წელიწად-ნახევარი, შედეგი არის ნულოვანი, თუნდაც უარყოფითი. ჩვენ რუსეთი ვერ დავამარცხეთ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ადგილზეა, რუსეთის ეკონომიკა ძალიან კარგად მუშაობს ამის წყალობით. შედარებით მაღალი ინფლაცია გვაწუხებს, ფული აღარ გვაქვს უკრაინელების მხარდასაჭერად. ევროკავშირმა მიაღწია თავისი შესაძლებლობების ლიმიტს. ევროკავშირის ბიუჯეტში ფული არ არის. სად წავიდა ფული? ვფიქრობთ, პასუხი ვიცით, ის სადღაც უკრაინაშია. სად არის უნგრელების ფული? სად არის პოლონელების ფული? უკრაინაში. მათ გასცეს ის ომისთვის, რომელიც არ უნდა მომხდარიყო“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი ადამიანი დაიღუპება.