პარიზის გარეუბან ნანტერში არეულობის დროს 150 ადამიანი დააკავეს

პარიზის გარეუბან ნანტერში არეულობის დროს 150 ადამიანი დააკავეს

პარიზის გარეუბან ნანტერში არეულობის დროს 150 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ზე საფრანგეთის შს მინისტრი ჟერალდ დარმანენი ავრცელებს.

„რესპუბლიკის სიმბოლოების წინააღმდეგ აუტანელი ძალადობის ღამე: თავდასხმები რატუშებზე, სკოლებსა და კომისარიატებზე, ან მათთვის ცეცხლის წაკიდება. 150 დაკავებული“, - წერს მინისტრი.

პარიზის გარეუბანში, ნანტერში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ, პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად 17 წლის მოზარდი დაიღუპა. მოზარდმა, სავარაუდოდ, უარი თქვა მანქანის გაჩერებაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ ამისკენ მოუწოდა. დემონსტრანტებმა ნაგვის ურნებსა და ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს, სასწრაფო დახმარების მანქანებს ქვები დაუშინეს, ხოლო ქუჩებში ბარიკადები აღმართეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.