„ტიტანის“ ნანგრევებში სავარაუდოდ ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს

„ტიტანის“ ნანგრევებში სავარაუდოდ ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს

წყალქვეშა ნავ „ტიტანის“ ნანგრევებში სავარაუდოდ ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC აშშ-ის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტიტანიკთან დაშვების დროს აფეთქებული ნავის ნაწილები ზედაპირზეა ამოტანილი. ადამიანის სხეულის ნაწილებს ექსპერტიზას ამერიკელი სპეციალისტები ჩაუტარებენ.

კომპანია OceanGate-ის ბატისკაფმა „ტიტანი“, რომელზეც „ტიტანიკის„ ჩაძირვის ადგილას 8-საათიან ექსპედიციაში წასვლა 250 ათას დოლარად შეიძლება, კავშირზე გამოსვლა 18 ივნისს შეწყვიტა.

ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა: ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, პაკისტანელი მეწარმე შაჰზად დავუდი და მისი ვაჟი სულემანი, OceanGate-ის დამფუძნებელი სტოქტონ რაში და ნავის ოპერატორი პოლ-ანრი ნარჟოლე. 22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ყველა მგზავრი დაიღუპა.

კატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.