ნეთანიაჰუს განცხადებით, უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე ისრაელის უარი განპირობებულია ისეთი საფრთხეებით, რომლებიც არცერთ სხვა დასავლელ მოკავშირეს არ აქვს

ნეთანიაჰუს განცხადებით, უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე ისრაელის უარი განპირობებულია ისეთი საფრთხეებით, რომლებიც არცერთ სხვა დასავლელ მოკავშირეს არ აქვს

ბენიამინ ნეთანიაჰუმ Wall Street Journal-თან ინტერვიუში განმარტა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე ისრაელის უარი განპირობებულია ისეთი საფრთხეებით, რომლებიც არცერთ სხვა დასავლელ მოკავშირეს არ აქვს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, არესებობს ბრძოლის ველზე შეიარაღების, მათ შორის თავდაცვის სისტემის „რკინის გუმბათის“ ხელში ჩაგდებისა და ირანისთვის გადაცემის საფრთხე, რაც ისრაელის მილიონობით მოქალაქეს დაუცველს გახდის.

ნეთანიაჰუს განმარტებით, ისრაელს სირიაში მოქმედებების თავისუფლება სჭირდება, სადაც ის რუსული ბაზების სიახლოვეს, ირანთან დაკავშირებულ სამიზნეებს ბომბავს.