აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომლის ღირებულება 500 მილიონი დოლარია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ქვეითთა დამატებით ​​საბრძოლო მანქანებსა (Bradley) და Stryker-ის ჯავშანტექნიკას.

აშშ-ის სამხედრო დახმარების წინა პაკეტი, რომელიც გამოცხადდა ივნისის დასაწყისში, 325 მილიონი დოლარის ღირებულების იყო და მოიცავდა საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო სისტემებს.

2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე გამოუყო 39 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება.