კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ რუსეთში შეწყვეტილი ამბოხი ამ ქვეყნის შიდა საკითხია.
„რუსეთში შეწყვეტილი ამბოხი შიდა საკითხია. ყველას ძალიან ბევრი კითხვა აქვს, თუ რას ნიშნავს რეალურად ეს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ბევრი პასუხი ამ საკითხზე და ჩემი აზრით, ახლა ზედმეტი სპეკულაცია უკიდურესად კონტრპროდუქტიული იქნება“, - აცხადებს ტრუდო.