ჟოზეფ ბორელი: დღეს საჭიროა უკრაინის დახმარება ისე, როგორც არასდროს

ჟოზეფ ბორელი: დღეს საჭიროა უკრაინის დახმარება ისე, როგორც არასდროს

დღეს დავამტკიცებთ უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარებას. დღეს საჭიროა უკრაინის დახმარება ისე, როგორც არასდროს. ყურადღებით ვადევნებთ თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, რაც გასულ დღეებში მოხდა რუსეთში, აჩვენებს, რომ ომი გავლენას ახდენს რუსეთის პოლიტიკურ სისტემაზე და შლის რუსულ სამხედრო ძალას.

„ვაკვირდებით, რაც ხდება და ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ისე, როგორც არასდროს და ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ. ყველა ხედავს, რაც ხდება რუსეთში. არ არის კარგი სანახავი, როდესაც ბირთვული ქვეყანა პოლიტიკური არასტაბილურობის ფაზაზეა. ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა არის ასეთი - ომი, რომელიც დაიწყო რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ და ის მონსტრი, რომელიც შექმნა პუტინმა, თავად კბენს პუტინს. მონსტრი მოქმედებს შემქმნელის წინააღმდეგ. პოლიტიკური სისტემა აჩვენებს, რომ მყიფეა და სამხედრო ძალას ბზარი აქვს. ეს არის უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგი“, - განაცხადა ბორელმა.