ლატვია თავის ყველა ვერტმფრენს უკრაინას გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ლონდონში ტარდება.
მისივე თქმით, რიგის მიერ კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარება უკვე შეადგენს ქვეყნის მთლიანი პროდუქტის 1%-ს. ქვეყანა უკრაინელ სამხედროებსაც წვრთნის.