რუსეთის ახალი თაობის „სარმატის ბალისტიკური რაკეტები“, რომლებსაც შეუძლიათ 10 ან მეტი ბირთვული ქობინი ატარონ, უახლოეს პერიოდში განლაგდება საბრძოლო მოქმედებებისთვის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
პუტინის თქმით, ბირთვული ტრიადის განვითარება არა მხოლოდ რუსეთისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ის არა მარტო რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების, არამედ გლობალური სტაბილურობის გარანტიას იძლევა.