ბენ უოლესი აცხადებს, რომ ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას არ დაიკავებს

ბენ უოლესი აცხადებს, რომ ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას არ დაიკავებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას არ დაიკავებს. ამის შესახებ მან The Economist-ს განუცხადა.

კითხვაზე, შეცვლის თუ არა ის იენს სტოლტენბერგს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, უოლესმა განაცხადა, რომ „ეს არ მოხდება“.

მისივე თქმით, ამერიკას სურს, რომ ამ თანამდებობაზე სტოლტენბერგი დარჩეს, რაც, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებას ერთი წლით გადაავადებს.

მანამდე გერმანულ მედიასთან საუბარში უოლესმა აღიარა, რომ ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავება სურს - „ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს კარგი იქნებოდა, ეს სამსახური მომწონს, თუმცა ისიც მომწონს, რასაც ახლა ვაკეთებ“.