ზელენსკი: ჩვენი ძალები ანადგურებენ მტერს

ზელენსკი: ჩვენი ძალები ანადგურებენ მტერს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ძალები ანადგურებენ რუსულ ძალებს კონფლიქტის ორი მთავარი მიმართულებით, ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში.

„ამ დროს ჩვენი ჯარისკაცები სამხრეთსა და აღმოსავლეთში აქტიურად ანადგურებენ მტერს, ფიზიკურად წმენდენ უკრაინას. ტერორისგან თავდაცვა ნიშნავს ტერორისტების განადგურებას. და ეს არის გარანტია იმისა, რომ ბოროტ სახელმწიფოს არასდროს ექნება შესაძლებლობა, ბოროტება მოუტანოს უკრაინას“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.