გერმანიის კანცლერმა ჩინეთს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი კავშირები რუსეთთან უკრაინაში ომის დასასრულებლად

გერმანიის კანცლერმა ჩინეთს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი კავშირები რუსეთთან უკრაინაში ომის დასასრულებლად

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ოფიციალურ პეკინს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე, რათა შეაჩეროს უკრაინაში რუსეთის შეჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ახლა მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ გაყინული კონფლიქტი“, - აღნიშნა შოლცმა ბერლინში ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, ლი ციანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა განაგრძოს აგრესორისთვის იარაღის არმიწოდების პოლიტიკა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.