საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ იტალია და საფრანგეთი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.
„ეჭვგარეშეა, რომ იტალია და საფრანგეთი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს იქნება საჭირო, ყველა დონეზე, უბრალოდ იმიტომ, რომ თუ ამას არ გავაკეთებდით, ვიცხოვრებდით სამყაროში, რომელიც არ იქნებოდა სამყარო ომის გარეშე, მაგრამ ბევრად უფრო ქაოტური სამყარო, სამყარო, სადაც ომი კიდევ უფრო მიუახლოვდებოდა ჩვენს ქვეყნებს. რასაც უკრაინელები აკეთებენ არის ჩვენი თავისუფლების დაცვა, სისტემის დაცვა, რომელშიც კანონის ძალა ჭარბობს და არა უძლიერესთა კანონი“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.