მაკა ბოჭორიშვილი რასა იუკნევიჩიენეზე: გაგვიჭირდება, თითოეული ევროპელი დეპუტატის მოსაზრებების სახელმძღვანელოდ აღება

მაკა ბოჭორიშვილი რასა იუკნევიჩიენეზე: გაგვიჭირდება, თითოეული ევროპელი დეპუტატის მოსაზრებების სახელმძღვანელოდ აღება

ყველას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი მოსაზრებები. ბუნებრივია, ჩვენ გაგვიჭირდება, თითოეული ევროპელი დეპუტატის მოსაზრებების სახელმძღვანელოდ აღება, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეზე განაცხადა.

„ევროპარლამენტში ძალიან ბევრი დეპუტატია. ყველას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი მოსაზრებები. ბუნებრივია, ჩვენ გაგვიჭირდება, თითოეული ევროპელი დეპუტატის მოსაზრებების სახელმძღვანელოდ აღება. იმისთვის, რომ ჩვენს ევროკავშირში ინტეგრაციას დავეხმაროთ, ამისთვის არსებობს ბრიუსელიდან ოფიციალური პოზიციები, ევროკომისრები, რომლებიც გზავნილებს გზავნიან და არსებობს ოფიციალური არხები, რომლითაც ბრიუსელთან გვაქვს ურთიერთობა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ევროდეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ ერთ-ერთი ქართული არხის ეთერში „დეოლიგარქიზაციის კანონზე“ საუბრისას თქვა, რომ თუ „ქართული ოცნების“ არჩევანი ბიძინა ივანიშვილია და არა ევროკავშირის წევრობა, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ივანიშვილი ევროპული პერსპექტივაზე უკეთესია.