გიორგი ვოლსკი: არანაირი ნიშანი იმისა, რომ ქვეყნის საგარეო კურსს რაიმე ემუქრება, არ არსებობს

გიორგი ვოლსკი: არანაირი ნიშანი იმისა, რომ ქვეყნის საგარეო კურსს რაიმე ემუქრება, არ არსებობს

არანაირი ნიშანი იმისა, რომ ქვეყნის საგარეო კურსს რაიმე ემუქრება, არ არსებობს - ამ გზაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არანაირი ხინჯი არ გააჩნია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე განმარტებით, რადიკალურმა ოპოზიციამ დესტაბილიზაციის და რევოლუციური გეგმების გასამართლებლად მოიგონა, თითქოს და ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება.

„აქედან გამომდინარეობს გააფთრებული, ისტერიული მტკიცება იმისა, თითქოს საგარეო კურსს რაიმე ემუქრება. რეალობაში, ამის არანაირი ნიშნები არ არის - პირიქით! საქართველომ უფრო ადრე გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და უვიზო მიმოსვლა უფრო ადრე მიიღო, ვიდრე მოლდოვამ და უკრაინამ. ამ გზაზე არანაირი ხინჯი “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ გააჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.