გიორგი ბოტკოველი: გურჯაანში ვხედავთ მაშველები მუშაობენ, მაგრამ ცენრალური ხელისუფლების მხრიდან მეტი ჩართულობაა საჭირო

გიორგი ბოტკოველი: გურჯაანში ვხედავთ მაშველები მუშაობენ, მაგრამ ცენრალური ხელისუფლების მხრიდან მეტი ჩართულობაა საჭირო

გურჯაანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობის მიმდინარეობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა გააპროტესტა. მისი თქმით საკმარისი მაშველები არ არიან მობილიზებულები.

“ვხედავდი, რომ მაშველები აქტიურად იყვნენ ჩართულები, მაგრამ ცენრალური ხელისუფლების მხრიდან მეტი ჩართულობაა საჭირო - ამაზეა საუბარი. თორემ აქ ვინ ვის დაუპირისპირდება, ვის ვინ მოუვარდება მნიშვნელოვანი არაა.  არავის, არავის მოვარდნის არ ეშინია. ხალხს აინტერესებს, რომ დროულად მოხდეს პრობლემების მოგვარება.” - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა.

ბოტკოველის თქმით, სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად, ზარალის დათვლა უნდა მოხდეს.

„გარდა იმისა, რომ დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ამასთან ერთად უნდა დაიწყოს იმ ზარალის დათვლა და ანაზღაურება, რომელიც ხალხს ინდივიდუალურად მიადგა, ეს არის წლის მოსავალი, რის იმედზეც იყვნენ მთელი ამ წლების განმავლობაში.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.