პაველ ჰერჩინსკი: ირაკლი ღარიბაშვილთან ძალიან ღია, გულწრფელი და არსებითი დისკუსია გვქონდა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის შესახებ

პაველ ჰერჩინსკი: ირაკლი ღარიბაშვილთან ძალიან ღია, გულწრფელი და არსებითი დისკუსია გვქონდა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის შესახებ

ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი, ძალიან არსებითი დისკუსია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მინდა დავადასტურო, რომ ორშაბათს საღამოს მე, ევროკავშირის სხვა ელჩებთან ერთად მიწვეული ვიყავი პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი, ძალიან არსებითი დისკუსია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, მაგრამ რადგან ეს იყო დახურული შეხვედრა, მე თავს შევიკავებ დეტალებში შესვლისგან”, - აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს 12 ივნისს შეხვდა.