რუსული გაზის ყოველი კუბური მეტრისთვის, ეროვნული უსაფრთხოებით ორმაგი და სამმაგი ფასი გადავიხადეთ. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა “ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის” დოკუმენტის წარდგენისას განაცხადა.
„უსაფრთხოება მხოლოდ ომის არარსებობას არ ნიშნავს. უსაფრთხოება ეკონომიკის თავისუფლებასაც გულისხმობს, პოლიტიკური შეზღუდვებისა და დამოკიდებულებების გარეშე. ამიტომ, ვწყვეტთ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას და მომავალში უფრო მეტად ვკონცენტრირდებით უსაფრთხოებაზე”. - აღნიშნა ბერბოკმა.