რა რეკომენდაციებიც მოგვცა ვენეციის კომისიამ, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტში ჩვენ ყველაფერი გავითვალისწინეთ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ევროკავშირის საბოლოო დასკვნას დაელოდებიან, რის მიხედვითაც გადაწყვეტენ, აამოქმედონ თუ არა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი.
„თავის დროზე, რა რეკომენდაციებიც მოგვცა ვენეციის კომისიამ, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტში ჩვენ ყველაფერი გავითვალისწინეთ. თუ ევროკავშირი გაიზიარებს ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც პირობა გვქონდა დადებული, ამ კანონპროექტის მოქმედებას აღარ შევაჩერებთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ სადავოა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს რეკომენდაციების შესრულება არ სურს.