ანდრია გვიდიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის კომფორტულია ის ჯგუფი, რომელიც დღეს ეროვნულ ბანკს მართავს

ანდრია გვიდიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის კომფორტულია ის ჯგუფი, რომელიც დღეს ეროვნულ ბანკს მართავს

არჩილ მესტვირიშვილი არის პირდაპირ ანგარიშვალდებული არა ქართველ ხალხთან და საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, არამედ პირდაპირ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ფონდის დავალებებს ასრულებს და მის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს.

„ცვლილებები, რომლებიც შედის „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში, საერთოდ არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ ამყარებს ეროვნული ბანკის ფუნქციონირებას. მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს ჰქონდათ აბსოლუტურად არაადეკვატური დამოკიდებულებები და რეაქციები ამ საკითხთან დაკავშირებით. თურმე აღშფოთდნენ შემოთავაზებული ცვლილებებით. მაშინ მეც აღშფოთებული ვარ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების რეაქციებით, რომლებიც აბსოლუტურად უარგუმენტოა, ისე აკრიტიკებენ რაღაცას. რა თქმა უნდა, ეს აჩენს გონივრულ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მისაღებია ის სტატუს კვო, რაც დღეს ეროვნულ ბანკში არის. მათთვის კომფორტულია ის ჯგუფი, რომელიც დღეს მართავს ბანკს. შესაბამისად, მათ უბრალოდ არ უნდათ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში წარმოდგენილები იყვნენ ადამიანები, რომლებიც მათი მიზნებისთვის მიუღებლები იქნებიან“, - განაცხადა გვიდიანმა.