მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მთავარია, რომ ევროკომისიამ სწორად შეაფასოს ის სამუშაო, რაც საქართველომ გაატარა და შეიქმნას მტკიცე საფუძველი, რომ ევროკავშირის საბჭომ დეკემბერში მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მთავარია, რომ ევროკომისიამ სწორად შეაფასოს ის სამუშაო, რაც საქართველომ გაატარა და შეიქმნას მტკიცე საფუძველი, რომ ევროკავშირის საბჭომ დეკემბერში მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება

ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოს ევროპელმა პარტნიორებმა, ევროკომისიამ სწორად გაიგოს და შეაფასოს ის სამუშაო, რაც საქართველომ გაატარა და შეიქმნას მტკიცე საფუძველი , რომ ევროკავშირის საბჭომ დეკემბერში მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება. ახლა არის ეს გადამწყვეტი, რომ შეფასებები გაკეთდეს იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რაც საქართველომ გადადგა 12 პუნქტის შესასრულებლად, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„ევროკომისია მუშაობს საქართველოს პროგრესის შესაფასებლად. ჩვენ მივაწოდეთ მათ დეტალური ინფორმაცია, თუ რა არის ჩვენი მხრიდან და ჩვენი ხედვით გაკეთებული, რა ნაბიჯები გადადგმული, იმისათვის რომ საქართველო შეფასდეს. ეს არის მიმდინარე პროცესი და დასკვნა იქნება შემოდგომაზე. რაც შეეხება შუალედურ მოხსენებას, რამდენადაც ჩვენ გვითხრეს, კომისია მაქსიმალურად ეცდება ზოგადი ფორმალური მოხსენების გაკეთებას, რაც დიდწილად არ გააკეთებს დასკვნებს და არ შევა შეფასებაში კონკრეტული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, თუმცა უნდა დაველოდოთ იმ მოხსენებას, რომელსაც ევროკომისარი გააკეთებს, თუ როგორი იქნება ფორმულირება, მაგრამ მთავარი შეფასებითი დოკუმენტი იქნება ოქტომბერში“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

მისივე თქმით, ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში არის სხვადასხვა მოსაზრება, რაც ძალიან ხშირად პირდაპირ კავშირშია ოპოზიციური პარტიების ნარატივებთან.

„გაჟღერდა კომიტეტზეც, რომ თითქოს დეპოლარიზაცია შეიძლება ნიშნავდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. მსგავსი გზავნილების გაჟღერება პოლიტიკოსების მხრიდან ევროპარლამენტში ქმნის დამატებით საფუძვლებს საქართველოში დეპოლარიზაციის გასაღრმავებლად, რომ შეიქმნას იმის აღქმები, რომ ჩვენ არასწორად გვესმის რაღაც და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ინსტიტუტებში ეს ასე არაა განმარტებული და არავინ განმარტავს დეპოლარიზაციას სააკაშვილის გათავისუფლებად. ეს ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ ხდება პოლიტიკოსების განცხადებებით რეკომენდაციების და შემდეგ მათი შესრულების ინტერპრეტაცია. კრიტიკა ნამდვილად იყო, თუმცა ამ კრიტიკიდან ბევრია საფუძველს მოკლებული, გარკვეულ აღქმებზე დაფუძნებული და ემსახურება საქართველოსთან დაკავშირებით მცდარი აღქმების შექმნას. ყოველთვის სჯობს, რომ ასეთი დისკუსია შედგეს. ევროპელ კოლეგებს ვუთხარით, თუ რა სურს საქართველოს, გავაცანით ჩვენი პოზიციები, როგორ ვხედავთ ამ პროცესის წარმართვას, როდესაც ვსაუბრობთ რეკომენდაციების შესრულებაზე. ჩვენი მთავარი სათქმელია , თუ რა გავაკეთეთ რეკომენდაციების შესასრულებლად. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოს ევროპელმა პარტნიორებმა, ევროკომისიამ სწორედ გაიგოს და შეაფასოს ის სამუშაო, რაც საქართველომ გაატარა და შეიქმნას მტკიცე საფუძველი , რომ ევროკავშირის საბჭომ დეკემბერში მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება. ახლა არის ეს გადამწყვეტი, რომ შეფასებები გაკეთდეს იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რაც საქართველომ გადადგა 12 პუნქტის შესასრულებლად“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.