დავით ქართველიშვილი: „ნუთუ ამერიკაში ვერ ხედავენ, რამდენად გამოშიგნული ძალებია იმ ოპოზიციურ სპექტრში, რომელსაც აფინანსებენ? - ისინი უბრალოდ ყოფენ ამ ფულს და ამის სააშკარაოზე გამოტანა არ სურთ“

დავით ქართველიშვილი: „ნუთუ ამერიკაში ვერ ხედავენ, რამდენად გამოშიგნული ძალებია იმ ოპოზიციურ სპექტრში, რომელსაც აფინანსებენ? - ისინი უბრალოდ ყოფენ ამ ფულს და ამის სააშკარაოზე გამოტანა არ სურთ“

„ხშირად მეკითხებიან, ნუთუ ამერიკაში ვერ ხედავენ, რამდენად გამოშიგნული და იმპოტენტად ქცეული ძალებია იმ ოპოზიციურ სპექტრში, რომელსაც მაინც ჯიუტად აფინანსებენ გინდ არასამთავრობო სექტორს და გინდ - მათ პარტიულ წარმონაქმნებს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, გადაცემა „უცნობის კიდობანში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკიდან შემოსული დაფინანსება ემსახურება აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლების ადმინისტრაციის ქოლგის ქვეშ მომუშავე საელჩოს თანამშრომლების ფინანსური ინტერესს, ამიტომ შესაძლოა, მომავალ არჩევნებამდე ის კიდევ უფრო გაიზარდოს.

„ხშირად მეკითხებიან, ნუთუ ამერიკაში ვერ ხედავენ, რამდენად გამოშიგნული და იმპოტენტად ქცეული ძალებია იმ ოპოზიციურ სპექტრში, რომელსაც მაინც ჯიუტად აფინანსებენ გინდ არასამთავრობო სექტორს და გინდ - მათ პარტიულ წარმონაქმნებს. ყველას ავიწყდება ერთი რამ, რისი თქმის უფლებაც ნამდვილად მაქვს: ზუსტად იმისთვის იყო გამიზნული ჩვენი „რუსულ კანონად“ შერაცხული კანონპროექტი, რომ გამოევლინა ფინანსური გამჭვირვალობის საკითხი. მაქვს უფლება, ვივარაუდო, რომ ამ დიდძალი ფინანსების შემოდინების უკან დგას თვითონ აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლების ადმინისტრაციის ქოლგის ქვეშ მომუშავე საელჩოს თანამშრომლების ფინანსური ინტერესი. ისინი უბრალოდ ყოფენ ამ ფულს და ამის სააშკარაოზე გამოტანა არ სურდათ არაფრის დიდებით, ამიტომ მოიგონეს ეს სტიგმა, რომლის უკანაც ჰქონდათ მზაკვრული გეგმა, რომ მოეხდინათ პროცესების „მაიდანიზაცია“, თუმცა ვერ მივართვით. არსებობს ვარაუდი იმისა, რომ მომავალი წლის არჩევნებამდე შესაძლოა, ეს ფულადი ნაკადი გაიზარდოს, რადგან ისინი ან დარჩებიან ადმინისტრაციაში თავიანთ ადგილებზე, ან - არა. დიდი ალბათობით, არ დარჩებიან, ამიტომ იქნება მცდელობა, რაც შეიძლება დიდი კუში მოხსნან ამ დროში.“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.