რომან კაკულია: კანდიდატის სტატუსი აუცილებლად პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკას ექნება გადამწყვეტი როლი

რომან კაკულია: კანდიდატის სტატუსი აუცილებლად პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკას ექნება გადამწყვეტი როლი

ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრას ახლა განსაკუთრებული დატვირთვა იმიტომ აქვს, რომ ომის საშიშროების წინ მდგარი ევროპასა და მსოფლიოსთვის ჩვენ სპეციფიკური მდგომარეობა გვაქვს და ჩვენი პოზიციაც არის უნიკალური. ამაზე საუბარი შეხვედრის დროს ცხადია იქნება, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენთვის ევროპული პერსპექტივის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილისათვის.

„თუ საქართველო შეძლებს როგორმე გადარჩეს რომ ცივილიზაციათა შორის თუნდაც დიალოგის ადგილას შეინარჩუნოს საკუთარი თავი, ეს იქნება საუკეთესო სცენარი, რომელიც შეიძლება ახლა მისტიკას ჰგავდეს, მაგრამ ეს ახლა ერთადერთია, სადაც ჩვენ შეიძლება გავიდეთ“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსი აუცილებლად პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

„ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკას ექნება გადამწყვეტი როლი. დღეს ევროპის პოზიცია პირდაპირ უკავშირდება ომთან დაკავშირებულ პოზიციონირებას“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გერმანიის კანცლერს შეხვდება. ეს ბოლო 10 თვის განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის მესამე აუდიენციაა.

amo ამერიკის ხსენებაზე გამახსენდა, დეგნანი სადაა, გაიწვიეს უკვე?
10 თვის უკან