ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტარებს ვურჩევ, წაიკითხონ გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიიღო, უნდა გადაეწყონ იმ რელსებზე, რომ კანონის უზენაესობა მთავარია

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტარებს ვურჩევ, წაიკითხონ გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიიღო, უნდა გადაეწყონ იმ რელსებზე, რომ კანონის უზენაესობა მთავარია

ევროპარლამენტარებს ვურჩევ, წაიკითხონ გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიიღო, რასაც ისინი ამ ხნის განმავლობაში გვიკიჟინებდნენ. შესაბამისად, უნდა გადაეწყონ იმ რელსებზე, რომ კანონის უზენაესობა მთავარია, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„მგონი, ევროპარლამენტი და ევროპარლამენტარები დარჩნენ ბოლო ადამიანები მთელ ამ სამყაროში, რომლებმაც ვერ გაიგეს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ და ვურჩევ, წაიკითხონ გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგმა მიიღო, რასაც ისინი ამ ხნის განმავლობაში გვიკიჟინებდნენ. შესაბამისად, უნდა გადაეწყონ იმ რელსებზე, რომ კანონის უზენაესობა მთავარია.

საქართველოს ხელისუფლება ყველა პატიმარს მოეპყრობა საერთაშორისო სამართლის სტანდარტების მიხედვით. ამას თუ გაითავისებენ, ძალიან კარგი იქნება. კონკრეტული ერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადება ვერ ჩაითვლება ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციად და ვერც ევროკავშირის 27 სახელმწიფოს პოზიციად. ჩვენთვის მთავარია გზავნილები, რომლებსაც ვიღებთ ბრიუსელიდან და წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან“, - განაცხადა სამხარაძემ.