ნიკოლოზ სამხარაძე: კარგი შესაძლებლობაა ჩვენი მხრიდან, საქართველოს დიდ მხარდამჭერ ბატონ კანცლერს, ოლაფ შოლცს საქართველოს პროგრესის შესახებ ვაცნობოთ და გეგმებზე ვესაუბროთ

ნიკოლოზ სამხარაძე: კარგი შესაძლებლობაა ჩვენი მხრიდან, საქართველოს დიდ მხარდამჭერ ბატონ კანცლერს, ოლაფ შოლცს საქართველოს პროგრესის შესახებ ვაცნობოთ და გეგმებზე ვესაუბროთ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის დაგეგმილი შეხვედრა მედიასთან შეაფასა.

„პრემიერისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ შეხვედრა დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი, დაახლოებით თვენახევრით ადრე. შესაბამისად, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი მხრიდან, საქართველოს დიდ მხარდამჭერ ბატონ კანცლერს ვაცნობოთ საქართველოს პროგრესის შესახებ, გეგმებზე ვესაუბროთ და მივიღოთ ინფორმაცია განწყობებზე უმაღლეს დონეზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“, - განაცხადა სამხარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გერმანიის კანცლერს შეხვდება. ეს ბოლო 10 თვის განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის მესამე აუდიენციაა.