შალვა პაპუაშვილი: საქართველო შარშანაც იმსახურებდა სტატუსს, იმედი გვაქვს, ყველა გააცნობიერებს საკუთარ შეცდომას და მომავალში გადაწყვეტილებების მიღებას სხვა პასუხისმგებლობით მიუდგებიან

შალვა პაპუაშვილი: საქართველო შარშანაც იმსახურებდა სტატუსს, იმედი გვაქვს, ყველა გააცნობიერებს საკუთარ შეცდომას და მომავალში გადაწყვეტილებების მიღებას სხვა პასუხისმგებლობით მიუდგებიან

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის დღევანდელმა სხდომამ გვაჩვენა, თუ რატომ არ არის ჩვენი განწყობები ბოლომდე ოპტიმისტური. პირდაპირ სხდომაზე ვნახეთ ევროპარლამენტის თუ ბიუროკრატიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ის ცალმხრივი დეზინფორმაციის შემცველი, ფაქტებით დამახინჯებული, კონტექსტიდან ამოგდებული ციტატების წარმოდგენით და ა.შ. მიდგომები, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არაობიექტურობა გვაფიქრებინებს, თუ რა არის ამის უკან მოტივაცია. როცა საქართველოს სტატუსი არ მიენიჭა, შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის უკან ასეთი განსჯებია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ობიექტურად არათუ ახლა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არამედ შარშან ივნისშიც იმსახურებდა, თუმცა სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულებები როგორიც არის - ზედაპირული, სათაურის იქით რომ არ მიდის ფიქრი და განსჯა, ამის გამო ხდება სამწუხაროდ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. იმედი გვაქვს, რომ ვისაც ასეთი დამოკიდებულება აქვს, ყველა გაიაზრებს და გააცნობიერებს მათ შორის საკუთარ შეცდომებს. ვგულისხმობ იმ სამ რეზოლუციას ჩაწერილ დეზინფორმაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, სხვა პასუხისმგებლობით მიუდგებიან მომავალში გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.