გამომცხვარი კალმახი

გამომცხვარი კალმახი

ინგრედიენტები

1   ცალი კალმახის ფილე

1   ს/კ ზეითუნის ზეთი

1   ს/კ დიჟონის მდოგვი

1   კბილი გახეხილი ნიორი

1/2  ჩ/კ ორეგანო

გემოვნებით მარილი

გემოვნებით წითელი წიწაკა ჩილი

მომზადება

კალმახის ფილე ჩადეთ გამოსაცხობ ფორმაში და მოასხით ზეითუნის ზეთი,დიჟონის მდოგვი,გახეხილი ნიორი,ორეგანო,მარილი წიწაკა ჩილი კარგად შეაზილეთ ფილეს სანელებლები.

როცა კარგად შეაზელთ თევზს სანელებლებს დაამარინადეთ 25 წუთი.

შემდეგ გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 10-12 წუთი.