ზელენსკი: უკრაინა არ იყენებს დასავლურ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის

ზელენსკი: უკრაინა არ იყენებს დასავლურ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ იყენებს დასავლურ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის.

„ჩვენ არ ვიყენებთ დასავლურ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე, ამიტომ არავის მოუმართავს ჩემთვის“, - უპასუხა ზელენსკიმ კითხვაზე, მიმართეს თუ არა მას დასავლეთის მთავრობებმა რუსეთის ტერიტორიაზე მათი იარაღის გამოყენების გამო.

31 მაისს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინულ მხარეს მკაფიოდ განუცხადა, რომ აშშ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისათვის იმის მიწოდებას, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის, საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, თუმცა ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

„ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ უკრაინელებს აქვთ თავდაცვის უფლება. ბოლო 15 თვის განმავლობაში, ჩვენ უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში ვეხმარებით. რაც ჩვენ ვთქვით არის ის, რომ არ გვინდა წავახალისოთ ან ხელი შევუწყოთ თავდასხმებს რუსეთის შიგნით, რადგან არ გვინდა ვიხილოთ ომის ესკალაცია“, - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.