ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა პერ ვესტერბერგთან პრემიერ–მინისტრის რეზიდენციაში გაიმართა. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.
პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარეს სტუმრობისთვის და საქართველოს ევროპული მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის. მანვე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ვიზიტი პოზიტიურ როლს ითამაშებს ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში.