"როიტერსი" - მსოფლიოს ქვეყნების სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნებმა საიდუმლო შეხვედრა გამართეს

მსოფლიოს ორი ათეული ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნებმა სინგაპურში საიდუმლო შეხვედრა გამართეს.

როგორც “როიტერსი” წერს, ასეთი შეხვედრები სინგაპურის მთავრობის მიერაა ორგანიზებული და რამდენიმე წელია Shangri-La-ს უსაფრთხოების სამიტის პარალელურად იმართება.

შეხვედრაზე აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორი ავრილ ჰეინსი წარმოადგენდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჩინეთისა და ინდოეთის სადაზვერვო სამსახურების მეთაურები.

როგორც მედია აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი და ტრანსნაციონალური დანაშაული. “როიტერსს” წყარომ განუცხადა, რომ შეხვედრა თანამშრომლობითი იყო და არა კონფრონტაციული.