საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  კოლეჯ ,,ჰორიზონტის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  კოლეჯ ,,ჰორიზონტის" გორაბერეჟოულის სასწავლო კორპუსი დაათვალიერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კოლეჯ “ჰორიზონტის" გორაბერეჟოულის სასწავლო კორპუსი დაათვალიერა და სოფლის მეურნეობის  დარგში მოღვაწე მეწარმეებს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა მეწარმეებისგან ადგილზე მათი საჭიროებები და გამოწვევები მოისმინა და ის ინფორმაცია გაუზიარა, რომელსაც პარლამენტი საკანონმდებლო დონეზე ახორციელებს.

„ჰორიზონტის“ გორაბერეჟოულის სასწავლო ცენტრში 200-მდე სტუდენტი ძირითადად სოფლის მეურნეობის დარგებს სწავლობს. ასევე, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების, ბუღალტრული აღრიცხვისა და სკოლამდელი აღზრდის სპეციალობებს.