საზაფხულო ბოსტნეულის წვნიანი

საზაფხულო ბოსტნეულის წვნიანი

ინგრედიენტები

3   ს/კ ზეითუნის ზეთი

2   ცალი დაჭრილი პრასი

2   ღერი დაჭრილი ნიახური

2   ცალი ყაბაყი

4   კბილი დაკეპილი ნიორი

1   ლიტრი ბოსტნეულის ბულიონი

250   გრამი დაჭრილი ბაღის სატაცური

100   გრამი ახალი ან გაყინული ბარდა

200   გრამი ორმაგად გარჩეული ცერცვი

ცოტაოდენი რეჰანი

ქერქიანი პური მისართმევად

მომზადებ

დიდ ქვაბში გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ პრასი და ნიახური, თუშეთ დარბილებამდე, 8 წუთით. დაუმატეთ ოთხად გაყოფილი და სიგრძეზე დაჭრილი ყაბაყი და ნიორი. თუშეთ კიდევ 5 წუთით.

დაასხით ბულიონი, დააფარეთ სახურავი და ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე, 10 წუთით. დაუმატეთ სატაცური, ბარდა, ცერცვი, და ხარშეთ კიდევ 4 წუთით, სრულად მოხარშვამდე. შეურიეთ დაჭრილი რეჰანი და კარგად შეანელეთ. მოაყარეთ ცოტა რეჰანის ფოთლები და მიირთვით პურთან ერთად.