საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, მოადგილესთან არჩილ თალაკვაძესთან, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ოზურგეთში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრის „განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე, იმყოფებოდა ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რომლის სრული რეაბილიტაცია ფონდმა ,,ქართუმ” განახორციელა. თეატრის სრული განახლებისთვის ფონდმა 20 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.