საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, მოადგილესთან არჩილ თალაკვაძესთან, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის N 1 საჯარო სკოლა დაათვალიერა.
1000 მოსწავლეზე გათვლილ ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარების შესაბამისად არის აღჭურვილი. სასწავლო დაწესებულებაში განთავსებულია ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი და სპორტული მოედნები.
სკოლა სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის.
პროექტის რეაბილიტაციისა და ტექნიკური აღჭურვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.